Digest Logo

4 უცნობი ადგილი, რომელთაც ამ შემოდგომაზე უნდა ეწვიოთ

1603952789
უცნობი დასახლება

ყაზბეგი, სვანეთი, რაჭა, ხევსურეთი - ყველამ იცის რომ ესენი საქართველოს ულამაზესი მხარეებია, მაგრამ ცოტამ თუ იცის ის კონკრეტული ადგილები, რომლებიც უნდა მოინახულოს. ადგილები, რომლებსაც ამ ბლოგში გაგაცნობთ, ნაკლებად პოპულარულია. აქ გადაღებულ ფოტოებს იშვიათად თუ შეხვდებით:

⚪ რაჭა

რაჭა ბევრისთვის შაორის წყალსაცავთან ან ნიკორწმინდასთან ასოცირდება. მხოლოდ რაჭველი თუ გამოარჩევს სხვა ადგილებს, რომლებიც მის სოფელშია და განსაკუთრებულად ლამაზია. ასეთია მამისონის უღელტეხილისკენ მიმავალი გზა.

სოციალურ ქსელში, ზურაბ გუტაშვილი, ვიდეოს აქვეყნებს, მამისონის გზიდან, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საშიში გზა ექსტარემალი ტურისტებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცევა.

⚪ სამსარის ქედი

ქედზე განლაგებული პლატო უზარმაზარი კრატერებით არის დაფარული. მიუხედავად ამისა, არაა მცენარეული საფარი და ტყეები. სამაგიეროდ, ბევრი ტბაა, რომლებიც გრუნტის წყლებით იკვებება.

სამსარის მთა პლატოს ცენტრში მდებარეობს. მისი სიმაღლე 3284 მეტრია. ის საქართველოს უდიდეს ფარავნისა და ტაბაწყურის ტბებს შორისაა მოქცეული.

samsaris-kedi_o_h.jpeg

⚪ ბალდის ჩანჩქერი

ეს უკანასკნელი მარტვილის კანიონთან მდებარე ჩანჩქერია. იქ მისასვლელად ბევრი უნდა იარო, თუმცა სანახაობა ამად ღირს.

baldis-chanchkeri_o_h.jpeg

⚪ ლევანის ტბა

ეს უცნაური სახელის ტბა, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, ჯავახეთში მდებარეობს. ტბა ვულკანური მთების შუაგულშია მოქცეული, გამჭვირვალე წყლითა და ულამაზესი პეიზაჟებით.

levanis-tba_o_h.jpeg