დაახლოებით 9 თვეა საქართველოს საზღვრებს არ გავცდენილვართ და ვცდილობთ, პანდემიის პერიოდი საკუთარ მიწა-წყალზე გავატაროთ.
მაგრამ არსებობს შეგრძნებები, გემოები, რაც გვენატრება.
საზღვარგარეთ წასვლის ფორიაქი. აი ის შეგრძნება ღამით რომ ვერ ისვენებ, რადგან იცი მეორე დღეს უნდა გაემგზავრო და ახალი სამყარო ნახო, ახალი სანახაობით დატკბე, ახალი კულტურა შეიგრძნო, ახალი კერძები დააგემვნო და დაფიქრდე რა სჯობია ქართულ „ჯიგრულ“ საჭმელს.
დაიჯესტი შემოგთავაზებთ იმ კერძების ჩამონათვალს, რომლის გემოც ახლაც გემახსოვრებათ და ძალიან გენატრებათ.
⚪ ინდური დოსა და დალი
დოსა ბრინჯისაგან დამზადებული ბლინების სახეობაა. დოსას ძირითადი ინგრედიენტი ბრინჯია, რომლის სხვა სანელებლებთან ერთად იფქვება. დოსა სამხრეთ ინდური წარმოშობის კერძია, მაგრამ დღესდღეობით ის ინდოეთის ნახევარ- კუნძულის ყველა ნაწილშია გავრცელებული. ტრადიციულად დოსას მიირთმევენ სხვადასხვა სახის წვნიანებთან ერთად.
რაც შეეხება დალის, ის ტრადიციული ვეგეტარიანული პიკანტური ოსპი სუპია.
⚪ გერმანული ბრათვურსტი
სამი ყველაზე ბერლინური შემადგენლობაა ერთ კერძში. ერთი დაგემოვნება და მისი დავიწყება შეუძლებელია. გრილზე შემწვარი ბრათვურსტი, ოქროსფერი ფრი და თბილი სოუსით... ალბათ, ახლაც როდესაც ამის შესახებ კითხულობ გახსენდება ის გემო და შეგრძნება, რაც პირველად გასინჯვისას იგრძენი. არ იდარდო, მალე ყველაფერი დალაგდება და შეძლებ შენს საყვარელ ადგილას შენი ბრათვურსტი მიირთვა.
⚪ ჩეხური ფუნთუშა ტრდლო
პრაღის ქუჩებში უამრავი საცხობი და ჯიხურია, სადაც ამ ფუნთუშას აცხობენ. ტრდელების გარეშე ამ ქალაქის მონახულება თითქმის წარმოუდგენელია. ალბათ, ამიტომ ენატრებათ ხშირად ქართველ მოგზაურებს მისი გემო.
⚪ ლაზანია
ფილმი „გარფილდი“ და ლაზანია განუყრელები არიან, ალბათ ყველას მოგვდომებია მისი გასინჯვა, როდესაც გარფილდს ვუყურებდით...
იტალიური სამზარეულოს კლასიკაა. თავდაპირველად ლაზანია ღუმელში ცხვებოდა, სპეციალურ უსახელურო ტაფაზე. ეს იყო ცომის თხელი ფირფიტების, ხორცის რაგუსა და ყველ პარმეზანის ფენები. მოგვიანებით ამ ინგრედიენტებს დაუმატეს სოუსები (მაგალითად, პესტო) და ასევე ისპანახიც, რათა ცომი მწვანე გამოსულიყო.
⚪ კორეული მწნილი „კიმჩი“
„კიმჩი“ ფერმენტირებული ბოსტნეული, იგივე კომბოსტოს მწნილია. (კიმჩხი, ჩიმჩი) – კორეული ტრადიციული საჭმელია, სამხრეთ კორეაში კიმჩის ეროვნული დღეც არის დაწესებული.
მეცნიერული კვლევით დადგინდა, რომ კიმჩიში შემავალი ნივთიერებები და ფერმენტები ადამიანის ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს, იცავს მას ინფექციებისგან და აძლიერებს იმუნიტეტს.
⚪ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
როგორ დავამახსოვრეთ თავი ევროპას?
4 უცნობი ადგილი, რომელთაც ამ შემოდგომაზე უნდა ეწვიოთ
პირველი 4 ადგილი, რომელთაც ფრენების აღდგენისთანავე უნდა ესტუმრო