Digest Logo

5 ქვეყანა, სადაც დეკემერში 138 ლარადაც შეძლებთ გამგზავრებას - ფრენები აღდგება

1603190483
ფრენების აღდგენა

wizzair-მა დეკემბრიდან 5 ქალაქის მიმართულებით ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ფრენები შესრულდება ქუთაისის აეროპორტიდან.

დეკემბრიდან ბილეთების შეძენა შეგიძლიათ შემდეგ ქალაქებში:

  • რიგა
  • ვილნიუსი
  • ვარშავა
  • ათენი
  • დორტმუნდი

ასევე, იანვრიდან ბილეთების შეძენას შეძლებთ ბუდაპეშტის მიმართულებით.

ზოგიერთ მიმართულებებზე ორმხრივი ფრენის ღირებულება 138 ლარს შეადგენს.

ცნობისთვის, 15 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ოქტომბრის ბოლოდან უკვე არსებულ რეისებზე ფრენები დაემატება.

დღეს, 20 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პირველი ნოემბრიდან 10 მიმართულებით ფრენები აღდგება.