Digest Logo

კვლევის თანახმად, მოგზაურობა ქორწინებაზე მეტად აბედნიერებს - 3 მიზეზი

1601886867
მოგზაურობა და ქორწილი

კვლევის თანახმად, მოგზაურობა ქორწინებაზე მეტად აბედნიერებს - 3 მიზეზი

რა არის ხმა, რომელიც ყველაზე მეტად გაღიზიანებს? - მაღვიძარის ხმა. ამ ხმის გაგონება და შენი ნერვული სისტემის აშლილობა ერთია. ამ ხმას მოჰყვება ყოველდღიური რუტინა...

თუმცა, არსებობს დღეები, როდესაც მაღვიძარის ხმა გვისამოვნებს, ხანდახან მისი ჩართვა საჭირო არაა, რადგან ბედნიერებისგან და ღელვისგან ძილს ვერ ახერხებ... ეს სამოგზაუროდ წასვლის დღეა... დღე, როდესაც ივიწყებ რუტინას, ივიწყებ სამსახურს და ახალი დღეების დასაწყებად ემზადები.

  1. მოგზაურობას თან ახლავს ენდორფინების მატება. დიახ, ყველამ კარგად ვიცით, რომ ენდორფინები ბედნიერების ჰორმონებია, რომლის გააქტიურებასაც სასიამოვნო დროის ტარებით, ჭამით, მეგობრებთან ყიფნით ან სხვადასხვა გზით ვააქტიურებთ.
  2. მოგზაურობას უფრო მეტი ბედნერება მოაქვს, ვიდრე ქორწინებას ან სხვა მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ მოვლენას. ყველა თუ თეთრ კაბაზე, ახალ მანქანაზე, ოჯახზე ან ქრაშზე ოცნებობს, დაივიწყეთ ამათგან ისე ვერაფერი გაგაბედნიერებთ, როგორც მოგზაურობაში წასვლა. რაც უნდა ბევრი ახალი ნივთი შეიძინოთ ის მხოლოდ წამიერ ბედნიერებას მოგიტანთ, მოგზაურობა, იქ გატარებული დრო კი წამიერი ვერ იქნება. ეს რაღაც უფრო მაგარია. ეს შენი ცხოვრებისეული სერიალის, ყველაზე დიდი, მნიშვნელოვანი, საინტერესო და მხიალური სერიებია.
  3. მოგზაურობაზე ფიქრიც კი ერთ-ერთი განტვირთვის საშუალებაა. თუ ხვდები რომ ემოციურად დაღლილი და ცარიელი ხარ დროა საქმე გვერდზე გადადო და დასვენებაზე იფიქრო. აი ის შეგრძნება თუ გქონიათ, სამსახურში ერთ ადგილას რომ ვერ ჩერდებით და ის სივრცე რომ არ გიტევთ. უფრო მეტიც დედამიწაც არ გიტევთ და რაღაც უცნაური გრძნობით ხართ სავსე... ეს ბედნიერებაა, ბედნიერება რომელიც არსაიდან მოდის და გიჟივით გეღიმება. ეს გამოწვეულია ფიქრით, მოგზაურობაზე ფიქრით, რა მაგარი თავგადასავალი გექნება შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად, თუ რამდენ „სთორის“, ვიდეოებს დადებთ სოციალურ ქსელში და სხვებს „დაახარბებთ“....

მართლა, ყველაზე კარგი გრძნობაა უაზროდ ბედნიერი ყოფნა, არაფერზე და არავისზე არ ხარ დამოკიდებული, უბრალოდ ხვდები, რომ ბედნიერი ხარ და ამის მიზეზი შენი თავია, რადგან ზუსტად იცი, რომ მოგზაურობისას შენ „შენ“ ხარ, ყველანაირი ნიღბის გარეშე.

ეს ყველაფერი შეგიძლიათ, სათაურში ნახსენებ კვლევის შედეგებთან დააკავშიროთ ? დარწმუნდით, რომ პასპორტში ჩარტმული ბეჭედი უკეთესია, ვიდრე ხელზე გაკეთებული.