Digest Logo

პირველი 4 ადგილი, რომელთაც ფრენების აღდგენისთანავე უნდა ესტუმრო

1602771972
სოფელი გერმანიაში

დაახლოებით, 8 თვეა „დაბმულები ვართ“ და გარეთ არ გვიშვებენ. დიახ, 8 თვეა, რაც საქართველოს საზღვარი არ გადაგვიკვეთავს და 8 თვე რუდუნებით ველოდებით, „ჯაჭვის ახსნას და გარეთ გაქცევას“.

და აი, ის დღეც დადგა, ყველამ დაიმახსოვრეთ, ეს გენიალური დრო, ოქტომბრის ბოლოს იწყება თავისუფლება.

დიახ, გერმანიისა და საფრანგეთის მიმართულებით საქართველო ფრენებს აღადგენს.

ეს მართლაც კარგი ამბავია.

შესაძლოა, წასასვლელი სია მრავალფეროვანი არაა, მაგრამ იგოეთსა და ხაშურში დასვენებას გერმანია-საფრანგეთის დალაშქვრა ბევრად სჯობია.

„დაიჯესტი“ გთავაზობთ 4 ადგილს, რომელთაც უნდა ესტუმრო ფრენების აღდგენის შემდეგ.

🔸 გერმანია - ბერლინის კედელი, კელნის ტაძარი, ოკტობერფესტი - ეს ის ადგილებია, რომელთა მონახულებაც შეგიძლიათ. მდიდარი ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანა დამთვალიერებლებს მრავალ თავგადასავალს სთავაზობს. შესაბამისად, პანდემიის შემდეგ გერმანიის ხილვა ძალიან გაგიხარდებათ, მარტო იმიტომ რომ სამოგზაუროდ იქნები.

🔸 საფრანგეთი - „მეღსი“, „მუსიე“, - ამ სიტყვების გასაგონად მაინც ღირს საფრანგეთში წასვლა. პანდემიის შემდეგ პირველად ეიფელის კოშკს რომ დაინახავ, გული სიხარულისგან აგიჩქარდება. ამდენი ხანი მხოლოდ ფუნიკულიორზე მდებარე ანძას რომ შეჰყურებდი, ის მძიმე პერიოდი დასრულდა, აქ იწყება ყველაფერი, პარიზიდან.

🔸 ბურგუნდია - ამ ადგილზე, ალბათ, ყველას ღვინო ახსენდება, 12-წლიანი დაძველებით. დიახ, ეს ადგილი ღვინის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ასე რომ, პანდემიიდან თავის დაღწევის სადღეგრძელო შეგიძლიათ თავად ბურგუნდიაში, ბურგუნდიული ღვინით შესვათ.

🔸 კედლინბურგი - გერმანიის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია. სოფელი, რომ ვახსენე ქართული სოფლები არ გეგონოთ, იქ სულ სხვანაირია. დაახლოებით, „საჩხერისნაირად“ კეთილმოწყობილი სოფლებია, სადაც არაჩვეულებრივი დროის გატარება შეგიძლიათ.