Digest Logo

სინგაპურული ლაინერი კრუიზებს იწყებს, თუმცა არსად არ მიდის

1602329933
სინგაპურული ლაინერი

სინგაპური ნოემბრიდან ახალი ტიპის საოკეანო კრუიზების დაწყებას გეგმავს. საოკეანო გემი სინგაპურის პორტიდან გავა, მაგრამ არცერთ პორტში არ შევა და რამდენიმე კვირის შემდეგ ისევ სინგაპურში დაბრუნდება.

ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის პრევენციისთვის მიიღეს.

CNN-ის ინფორმაციით, პანდემიის გამო Genting Cruise Lines' World Dream და Royal Caribbean International's Quantum of the Seas-ის კომპანიების საოკეანო ლაინერებზე მგზავრების ნახევარი იქნება. მანამდე მსგავსი გადაწყვეტილება ავსტრალიისა და აზიის რამდენიმე ავიაკომპანიამ მიიღო. მათი კუთვნილი ავიალაინერი აეროპორტიდან აფრინდება და შემდეგ რამდენიმესაათიანი ფრენის შემდეგ, ისევ იმავე აეროპორტში დაბრუნდება.