Digest Logo

ამერიკას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

1604768156
ბაიდენი - ტრამპი

აშშ-ში 3 ნოემბერს გამართულ არჩევნებში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა

მან საარჩევნო წარმომადგენლის 273 ხმა მიიღო, რაც არჩევნებში გამარჯვებისთვის საკმარისია.

არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატს 538 წარმომადგენლის ხმიდან 270-ის მიღება სჭირდება.

არჩევნებამდე ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, „დემოკრატიული პარტიის" კანდიდატი ჯო ბაიდენი ლიდერობდა.

აშშ-ში ძალზე რთული საარჩევნო სისტემაა. ფაქტობრივად, ყოველი შტატის ამომრჩეველი ხმას პირდაპირ პრეზიდენტს კი არა, არამედ საარჩევნო წარმომადგენელს აძლევს, რომელიც შემდეგ უკვე პრეზიდენტს ირჩევს. შესაბამისად, თითოეულ შტატში მინიმალური უპირატესობით მოგების შემთხვევაშიც კი კანდიდატი იმ შტატის ყველა ხმას იღებს.

ცნობისთვის, აშშ-ის კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტად შეიძლება იყოს არჩეული პირი, რომელიც შეერთებულ შტატებში დაიბადა, არის 35 წლის და ამერიკის ტერიტორიაზე საერთო ჯამში 15 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.