Digest Logo

ბილ გეითსი მთავრობებს მოუწოდებს დაიწყონ მზადება ახალი პანდემიისთვის

1636349159
ბილ გეიტსი

Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა განაცხადა, რომ მსოფლიოს ახალი ტიპის ტერორიზმი ემუქრება. მილიარდერი აფრთხილებს მთავრობებს, რათა მოემზადონ მომავალი პანდემიებისა და ტერორიზმისთვის. ახალი ვირუსი მოევლინება მსოფლიოს, როგორც იარაღი, ჩუტყვავილას სახით.

გეიტსმა მოითხოვა მილიარდობით დოლარის ინვესტიცის ჩადება კვლევასა და განვითარებაში, რათა, შეეწინააღმდეგონ „მიკრობულ ომს“ და შექმნან ახალი სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.

გეიტსმა ეს გაფრთხილება მოსალოდნელი ბიოლოგიური თავდასხმების შესახებ, რამაც შეიძლება მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს, ანალიტიკურ ცენტრ Policy Exchange -თან ინტერვიუს დროს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან და დიდი ბრიტანეთის ყოფილ ჯანდაცვის მინისტრთან ჯერემი ჰანტთან, გამოთქვა.

Microsoft-ის დამფუძნებელი ვარაუდობს, რომ “მიკრობული თამაშები” შეიძლება მოიცავდეს მომზადებას ბიოტერორიზმის აქტებისთვის.

“თქვენ ამბობთ, კარგი, მაგრამ რა მოხდება, თუ ბიოტერორისტმა ჩუტყვავილა მიიტანა 10 აეროპორტში? იცით, როგორ ირეაგირებს მსოფლიო ამაზე?“ იკითხა გეიტსმა.

მილიარდერმა გაიხსენა მე-20 საუკუნის ისტორიაში ესპანური გრიპის ყველაზე მომაკვდინებელი ეპიდემია, რომელმაც 1918 წლისთვის სულ მცირე 50 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა, რაც მთელ პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა რიცხვს აღემატება. გეიტსმა აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიას შეუძლია ამ კატასტროფის განმეორების თავიდან აცილება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ პრობლემას არანაკლებ ყურადღება დაეთმობა, ვიდრე, ბირთვული შეკავებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს.

Microsoft-ის შემქმნელის თქმით, ბიოტერორიზმის თავიდან ასაცილებლად კვლევებში ინვესტიცია პირველ რიგში შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა უნდა ჩადონ.

„იმედი მაქვს, რომ ხუთ წელიწადში მე შევძლებ წიგნის დაწერას სახელწოდებით “ჩვენ მზად ვართ შემდეგი პანდემიისთვის”, მაგრამ ამას ათობით მილიარდი დასჭირდება კვლევისა და განვითარებისთვის. აშშ და დიდი ბრიტანეთი იქნებიან ამის ნაწილი“, – განაცხადა გეიტსმა, რომლის სიტყვებს გამოცემა The Daily Mail ავრცელებს.

იმისდა მიუხედავად, რომ ამ სფეროში კვლევამ შეიძლება მოითხოვოს დიდი ინვესტიციები, მას შეუძლია წვლილი შეიტანოს არა მხოლოდ ბიოტერორიზმისგან დაცვის ახალი გზების აღმოჩენაში, არამედ, ინოვაციურ გამოგონებებშიც, რომლებიც მთლიანობაში კაცობრიობის ცხოვრებას გააუმჯობესებს. გეიტსმა თქვა, რომ მრავალმილიონიანი ინვესტიციამ ვირუსის კვლევის პროექტებში შეიძლება გამოიწვიოს გრიპის და გაციების აღმოფხვრა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„კარგი დღეა მავნე ჩვევების დასაძლევად“ - ცაგარელის დღის რჩევა

🔵მაგნიტური ქარიშხლების გრაფიკი ნოემბერში

🔵ფინანსურად იღბლიანი კვირის დღეები და თვის რიცხვები – ისარგებლეთ მთვარის კალენდრით

წყარო: plus.kvira.ge