„შარიტეს“ საუნივერსიტეტო კლინიკის ვირუსოლოგიის განყოფილების დირექტორიs, პროფესორ ქრისტიან დროსტენის განცხადებით, კორონავირუსის პანდემია მხოლოდ ახლა იწყება.
დროსტენის მოსაზრებით, გერმანია მომავალი თვეებისთვის უნდა მოემზადოს. აუცილებელია პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღება.
„ჩვენ სწორედ იგივე გავაკეთეთ, რაც სხვა ქვეყნებმა, იგივე მეთოდებით მოვახდინეთ რეაგირება და არაფერი უკეთესად არ გაგვიკეთებია. ჩვენ უბრლოდ ადრე მოვემზადეთ. ეხლაც ასევე უნდა მოვიქცეთ და სხვა ქვეყნებს დავაკვირდეთ“, - ამბობს დროსტენი.