Digest Logo

გერმანელმა ლოტოში 33 მილიონი ევრო ისე მოიგო, რომ ამის შესახებ დიდხანს არ იცოდა

1627626372
ევროები

გერმანიის მკვიდრმა, 45 წლის ქალბატონმა,  Lotto Bayern-ში რეკორდული თანხა, 33 მილიონი ევრო, ისე მოიგო, რომ ამის შესახებ 2 კვირის განმავლობაში არ იცოდა. ამის შესახებ DW იუწყება.

„ახლაც კი შოკირებული ვარ, რომ რამდენიმე კვირა ჩანთით ვატარებდი ამხელა მოგებას და წარმოდგენა არ მქონდა",- ამის შესახებ DW-ს მოგებული ბილეთის მფლობელმა განუცხადა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამჟღავნებისგან თავი შეიკავა.

გერმანელმა ქალბატონმა ლოტოს ბილეთში 1,2 ევრო გადაიხადა და 7-ვე ციფრი სწორად გამოიცნო. თუმცა, მოგების შესახებ მხოლოდ მაშინ გაიგო, როცა ახალი ბილეთის საყიდლად მაღაზიაში მივიდა.

45 წლის გერმანელი ქალბატონი ირწმუნება, რომ აზარტულ თამაშებს აღარასოდეს გაეკარება. მოგებულ თანხას, 33 მილიონ ევროს, კი სადმე, ბუნებაში ენერგოსტაბილური სახლის აშენებას მოახმარს. ის ასევე აპირებს, საკუთარი ოჯახში ცხოვრების ჯანსაღი წესი დანერგოს.

Lotto Bayern-ის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომპანიის 75 წლიანი ისტორიის განმავლობაში ეს მეორე შემთხვევაა, როცა ჯეკპოტზე ასეთი რაოდენობის თანხა დაგროვდა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

ოჰაიოში ქალი სხვის ბინაში შეიჭრა, ჭურჭელი დარეცხა და მიიმალა

რას წერდნენ მე-19 საუკუნის გაზეთში აცრებზე?

დღეს კიდევ ერთი სპორტული მოედანი და ნარგავებით სავსე სკვერი გავხსენით ჩუღურეთში - გიორგი ვოლსკი