Digest Logo

ოჰაიოში ქალი სხვის ბინაში შეიჭრა, ჭურჭელი დარეცხა და მიიმალა

1627625142
ჭურჭელი და პოლიციელი

აშშ-ში ოჰაიოს შტატში დააკავეს ქალი, რომელიც სხვის სახლში შეიჭრა, ძაღლს მოეფერა და ჭურჭელი დარეცხა.

ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა გაარკვიეს, რომ ბრალდებული პირი უკანა კარიდან მოხვდა სახლში, დივანზე ჩამოჯდა, შინაურ ცხოველს მოეფერა, ჭურჭელი დარეცხა და წავიდა.

სახლის მეპატრონემ განაცხადა, რომ ქალს არ იცნობდა და ის არასდროს მიუპატიჟია სახლში. მისი თქმით, ქალი უცნაურად იქცეოდა და, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

დაკავების შემდეგ ქალმა პოლიციას ყალბი სახელი და გვარი მიაწოდა და თქვა რომ 2 დღეა, არ სძინებია.

ბრალდებული ციხეში გადაიყვანეს. მას გასათავისუფლებლად $10 000-ის გადახდა მოუწევს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

„პირებს, რომელთაც ვაქცინის პირველ დოზაზე ალერგიული რეაქცია ჰქონდათ, შესაძლოა, განსხვავებული ტიპის ვაქცინით აცრის შესაძლებლობა მიეცეთ“ - ივანე ჩხაიძე

„მეგობრებო, საინტერესო და სასიხარულო ამბით გიბრუნდებით“- რა ინფორმაციას ავრცელებს ბაია პატარაია

წყარო: abcnews.go.com