ჩინეთში, კერძოდ კი, შენჩჟოუში ძლიერი წვიმების გამო მეტრო დაიტბორა. კატასტროფის შედეგად 12 მგზავრი გარდაიცვალა, ხუთი - დაშავდა.
ინფორმაციას ამის შესახებ CGTN ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წვიმის წყალი მეტროს ერთ-ერთი გაჩერების თავზე მყოფ პარკინგზე დაგროვდა, შემდეგ კი უშუალოდ მეტროში შეაღწია.
დატბორვის შემდეგ, მეტროს ადმინისტრაციამ მგზავრების ევაკუაცია დაიწყო.
მოხერხდა 500-მდე ადამიანის გაყვანა.
„12 მგზავრს დახმარება ვერ გავუწიეთ, ისინი დაიღუპნენ. ხუთმა ადამიანმა ჭრილობა მიიღო და საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი“,- აზუსტებს ინფორმაციას ხელისუფლება.
⭕აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„სიკვდილიანობის მაჩვენებელი უფრო დიდია, ვიდრე ამას „ოფიციალური“ წყაროები იუწყებიან“ - ფხაკაძე