Digest Logo

კორონავირუსი ირმებს დაუდასტურდათ

1630142136
ირემი

 smithsonianmag.com-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსი თეთრკუდიან ირმებს დაუდგინდათ. 

აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთში მცხოვრები ირმების მესამედს კვლევების შედეგად ანტისხეულები აღმოაჩნდათ.

როგორც ვირუსოლოგმა არინჯაი ბანერჯიმ განაცხადა, ეს ველურ ბუნებაში კორონავირუსის მასიური გავრცელების პირველი დადასტურებული შემთხვევაა. ამჟამად მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ, გადაეცემა თუ არა კორონავირუსი ირმიდან ირემზე და შეიძლება თუ არა ველური ცხოველისგან კორონავირუსი შინაურ ცხოველებს გადაედოს.

მეცნიერები ამბობენ, რომ ისინი სხვა ცხოველებში კორონავირუსის გავრცელების ფაქტებსაც შეისწავლიან.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

კორონავირუსმა ბათუმში დედა-შვილი იმსხვერპლა

„ნუ ვიქნებით ასეთი გამოციებული ეგოისტები, რა დროს პირადი სიამოვნებებით ტკბობაა“

„შეიძლება სატურაცია 90% მქონდეს, მაგრამ აპარატზე გავხდე გადასაყვანი“ - რა შემთხვევაში არ უნდა ენდოთ სატურაციის მაჩვენებელს?