ევროკომისიამ შესაძლოა ტელეფონების მწარმოებლებს სმარტფონებზე, ტაბლეტებსა და ყურსასმენებზე ერთი და იმავე ტიპის დამტენის გამოყენება დაავალდებულოს.
ევროკომისიის კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში ყველაზე მეტად Apple-ზე იქონიებს გავლენას, რომელიც Iphone-ებს კვლავ საკუთარი წარმოების დამტენის ჯეკით აწარმოებს.
Reuters -ის აღნიშნავს, რომ ევროკავშირი უკვე 10 წელზე მეტია ლობირებს საერთო დამტენების იდეას, რამდენადაც, ევროპელი კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ ამგვარად გარემოს ნაკლები ზიანი მიადგება და მომხმარებლებისთვისაც უფრო მოსახერხებელი იქნება.
Apple-მა განაცხადა, რომ მსგავსი ვალდებულება ტექნოლოგიურ ინოვაციას შეაფერხებს და ელექტრონულ ნარჩენებს კიდევ უფრო გაზრდის. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ ცვლილება მომხმარებლების უკმაყოფილებასაც გამოიწვევს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵შეგნებულ ქვეყნებში თითქმის აღარ კვდება ხალხი და ესენი ჯიუტად აგრძელებენ ღმერთის გამოცდას – დეკანოზი
🔵ტრაგედია ვერიკო ტურაშვილის ოჯახში - ვინ გარდაეცვალა მომღერალს
🔵„უძვირფასესი მეგობარი დავკარგე დღეს“ - ვინ გარდაეცვალა ეკა კვესიტაძეს
წყარო: netgazeti.ge