Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეიტსმა განაცხადა, რომ შემდეგი პანდემიისთვის მსოფლიო მზად არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს.
„მსოფლიოს სჭირდება ქარხნები, რომლებსაც ახალი ვაქცინის დამზადება 100 დღეში შეეძლებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მომდევნო პანდემიებისთვის უბრალოდ მზად ვერ ვიქნებით“,- განაცხადა Microsoft-ის დამფუძნებელმა.
როგორც გეიტსი ამბობს, მაშინ, როცა აშშ აცრილი მოქალაქეებისთვის კორონავირუსის ვაქცინების დამატებით დოზებს ამზადებს, აფრიკის მთლიან კონტინენტზე ვაქცინების ნაკლებობაა.
მან ქვეყნებს მოუწოდა მეტი ინვესტიცია ჩადონ ჯანდაცვის სისტემებში და გამოყონ ძირითადი მიმართულებები რითაც ვირუსებს უნდა ვებრძოლოთ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵რატომ დატოვა კულუმბეგოვმა საქართველო - „ამერიკა მაინც დაგაფასებს!“
🔵11 წლის გოგოს მამა სექსუალურად ავიწროვებდა -„ნასვამი იყო, მთელ სხეულზე ვგრძნობდი ხელის შეხებას“...
წყარო: www.independent.co.uk