Digest Logo

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც ამბობს, რომ ქრისტეს რეინკარნაციაა

1600867041
 რუსეთში კულტის ლიდერი დააკავეს

კრასნოიარსკის მხარეში საგამოძიებო კომიტეტმა მესიანური კულტის ლიდერი და მისი თანაშემწეები დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ კულტის ლიდერი მიმდევრების ფულსა და „ფსიქოლოგიურ მდგომარეობას“ მათთვის ზიანის მიყენების მიზნით იყენებდა. პოლიციელებმა კულტის ლიდერი სერგეი ვისარიონი, 2 თანაშემწესთან ერთად ვერტმფრენში ჩასვეს და წაიყვანეს.

კულტის მიმდევრებს სჯერათ, რომ ვისარიონი ქრისტეს რეინკარნაციაა. რელიგიური კულტს, რომელიც 1990-იან წლებში „ეფ ეს ბეს“ ყოფილმა თანამშრომელმა, სერგეი ტოროპმა (იგივე ვისარიონი) ჩამოაყალიბა, დღეის მდგომარეობით, 4 000-მდე მიმდევარი, იგივე „ვისარიონიტი“ ჰყავს. კულტი 20-მდე აგრარულ რეგიონშია გაშლილი. ყველაზე გულმხურვალე მიმდევრები კულტის ლიდერთან ერთად სამხრეთ ციმბირში, ერთ-ერთ გორაზე ცხოვრობენ. კულტის წევრები გორას „განთიადის სამყოფელს“ უწოდებენ.

„22 სექტემბრის დილას ადგილზე პოლიციის მანქანები, 50 ავტობუსი, სასწრაფოს მანქანა და სამედიცინო პერსონალი მოვიდა“, - ჰყვება თვითმხილველი The Moscow Times-თან.