Digest Logo

🎥 „შვილებს გაუფრთხილდით, არ გაანაწყენოთ, ამას მოჰყვება პრობლემები, რასაც არ აპატიებთ საკუთარ თავს“ - ასტროპროგნოზი ზოდიაქოს 12-ვე ნიშნისთვის

1749456500
მიხეილ ცაგარელი

„გამარჯვების მმართველი პლანეტა იუპიტერი 10 რიცხვიდან 1 წლით გადადის კირჩხიბში, ეს ხდება 12 წელიწადში ერთხელ. თქვენ ხდებით ფავორიტი ყველანაირ სფეროში, გაქვთ საშუალება დიდ წარმატებებს მიაღწიოთ, თუმცა იქამდე გარკვეული პრობლემებია, რაც მშვიდად უნდა გაიაროთ“, - ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა და ზოდიაქოს ნიშნებს მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გაუზიარა.

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი პროგნოზი ასეთია:

ვერძი - ჯანზეა, ენერგოტონუსი მაღალია, აქტიურია, ენერგიულია. არ გადაამეტოთ, რადგან შესაძლოა სხვის ტერიტორიაზე შეხვიდეთ. იყავით ყურადღებით ინფორმაციასთან, იქნება მოტყუების მცდელობა. გადახედეთ დოკუმენტაციებს. 

კურო - ენერგოტონუსი დაბალია, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, მოულოდნელობების ალბათობაა. შეიძლება მოგიხდეთ ბინის შეცვლა, იყავით მზად. არავითარი აგრესია, კონფლიქტი, ემოციურობა და არავითარი ზედმეტი კაპიტალ დაბანდება, ხარჯი. 

ტყუპები - ერთის მხრივ ვარსკვლავური დროა, კომუნიკაბელური, აქტიურია, მაგრამ უპასუხისმგებლოა. ძალიან არასერიოზულად უდგება დაკისრებულ ვალდებულებებს, რაც სხვებს გააღიზიანებთ. მძაფრდება ურთიერთობა მშობლებთან, ხელმძღვანელ პირებთან. 

კირჩხიბი - ენერგოტონუსი ყველაზე დაბალი გაქვთ წლის განმავლობაში. ადვილად იღლებით, მეტად გამოაძინეთ, დაასვენეთ საკუთარი თავი. თუ ამას არ გააკეთებთ. მოლაპარაკებებისთვის ძალიან კარგი პერიოდია, შესაძლოა საინტერესო იდეების რეალიზაცია. 

ლომი - ენერგიული, აქტიური, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ უცხო ადამიანებთან. ზოგიერთი ეცდება თქვენი ფინანსური შესაძლებლობების გამოყენებას. რეფორმებისთვის, სიახლეებისთვის, სასიკეთო ცვლილებებისთვის კარგი პერიოდია.

ქალწული - გაღიზიანებულია, რადგან ენერგოტონუსი დაბალია. კონფლიქტების ალბათობა მაღალია. შეინარჩუნეთ კარგი ურთიერთობა კოლეგებთან და ხელმძღვანელ პირებთან. გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რადგან მოტყუების ალბათობაა. 

სასწორი - არ უჩივის ჯანს, მაგრამ სხვისი ზეგავლენის ქვეშ ექცევა მარტივად. მგზავრობა-მოგზაურობა არ არის სასურველი, რადგან შეიძლება დაკარგოთ პასპორტი, გაგიფუჭდეთ მანქანა. 

მორიელი - ენერგოტონუსი ეცემა, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, პარტნიორული კონფლიქტების ალბათობა მაღალია. აკონტროლეთ მათი მოქმედება ფინანსების მიმართ. 

მშვილდოსანი - ენერგოტონუსი მაღალია, ჯანზე ხართ, მაგრამ გაუფრთხილდით ცდუნებებს, შეცდომების ალბათობა მაღალია. თქვენი სარკასტული, გესლიანი გამოთქმებით დაძაბავთ ურთიერთობებს სახლში, საქმიან პარტნიორებთან. 

თხის რქა - შვილებს გაუფრთხილდით, არ გაანაწყენოთ, ამას მოჰყვება პრობლემები, რასაც არ აპატიებთ საკუთარ თავს. ენერგოტონუსი დაბალია, ამიტომ გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

მერწყული - ჯანმრთელობას არ უჩივით, მაგრამ საქმიანი კუთხით პრობლემების ალბათობა მაღალია. შეინარჩუნეთ ფინანსები.

თევზები - ენერგოტონუსი დაბალია. გაცილებით კარგად ხართ სამსახურში, ვიდრე სახლში, რადგან იქ მეტი პრობლემები გაქვთ. მეტი დიპლომატია იქნება საჭირო ოჯახის წევრებთან.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ტყუილებისადმი მიდრეკილება მოიმატებს, სხვადასხვა სახის ფობიები, შიშები, ცუდი აზრების აკვიატებები იჩენს თავს“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

🎥 „კარიერული კუთხით კარგი პერიოდია, შემოსავლის მიღების შანსებია, ზოგიერთი შეიძლება დაოჯახდეს“ - ზოდიაქოს ნიშნების ასტროპროგნოზი ქეთი ოდიშელისგან

🎥 „კარგი იქნება თუ დაანთებთ სანთელს, ილოცებთ და ოჯახურ კეთილდღეობაზე იზრუნებთ“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ოდიშელისგან