საბერძნეთში, კერძოდ როდოში, 7 ივლისს, საღამოს საათებში, 82 წლის კაცი უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს, მის გვერდით კი მისი ძაღლი იჯდა, რომელიც არავის აძლევდა მასთან მიახლოების საშუალებას.
გავრცელებული ინფორმაციით, 82 წლის კაცი ჩვეულებისამებრ საკუთარ ძაღლთან ერთად სასეირნოდ წავიდა, თუმცა მას შემდეგ, რაც დაბრუნება ძალიან დააგვიანდა, ნათესავებმა ინერვიულეს და მის მოსაძებნად დახმარება ითხოვეს. შედეგად 82 წლის კაცის ძებნაში მოხალისეთა რამდენიმე ჯგუფი ჩაერთო.
სამაშველო ჯგუფებმა მოხუცის კვალს გვიან ღამით მიაგნეს. სამწუხაროდ, კაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს, მისი ოთხფეხა მეგობარი კი გვერდიდან არ შორდებოდა.
სავარაუდოდ, კაცი რამდენიმე საათის გარდაცვლილი იყო, ძაღლი კი მთელი ამ დროის განმავლობაში, მის გვერდით იჯდა და იცავდა გარდაცვლილი პატრონის უსულო სხეულს.
გავრცელებული ინფორმაციით, ძაღლმა არც მაშველებს მისცა პატრონთან მიახლოების უფლება, სანამ ადგილზე მოხუცი კაცის შვილიშვილი არ მივიდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
სამი თვის მძინარე გოგონას ძაღლი მიეპარა და დაგლიჯა - ტრაგიკული ამბავი
წყარო: exclusivetv.ge