31 ოქტომბერს, კიევის გარეუბანში მდებარე აგარაკზე უკრაინელმა სამართალდამცველებმა ქართველი „კანონიერი ქურდი“ რევაზ ქათამაძე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ, უკრაინის ეროვნული პოლიციის სტრატეგიული გამოძიების დეპარტამენტი ავრცელებს.
46 წლის ქათამაძეს კრმინალურ წრეებში „მაღალოს“ მეტსახელით იცნობენ. ის წარმოშობით ზესტაფონელი გახლავთ და „კანონიერ ქურდად“ 2000 წელს, 21 წლის ასაკში „მონათლეს“.
„რევაზ ქათამაძე უკრაინის მოქალაქეობას ითხოვდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ამ მოთხოვნაზე უარი ეთქვა, ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფნას შეეცადა და ამ დროის განმავლობაში დანაშაულებრივი საქმიანობით იყო დაკავებული“, – ამბობს უკრაინის პოლიცია.
ქათამაძე უკრაინაში 2012 წელსაც ბიზნესმენის ოჯახზე შეიარაღებული თავდასხმის გამო დააკავეს და 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მაშინ მან 150 ათასი დოლარი მოიპარა.
ამჟამად ის, უცხო ქვეყნის და მოქალაქეობის არმქონე პირთა იზოლატორშია გადაყვანილი. ქათამაძის უკრაინიდან გაძევებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს .