ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ კოვიდით სიკვდილიანობის იმაზე მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე ოფიციალური წყაროები იუწყებიან.
მისი თქმით, საქართველოში მოქმედებს „საბჭოთა“ სტატისტიკა, რაც ვირუსთან ბრძოლას ხელს უშლის.
„რეალური სიკვდილიანობის მაჩვენებელი უფრო დიდია, ვიდრე ამას „ოფიციალური“ წყაროები იუწყებიან…
მარტო ინდოეთში, 400,000-ის ნაცვლად (ოფიციალური სტატისტიკა) დაახლოებით 5,000,000 ადამიანი იმსხვერპლა კოვიდმა.
კანადაში ოფიციალურად 26,230 გარდაიცვალა და ახალი კვლევები გაორმაგებულ ციფრზე მიგვითითებს - 53,000.0
ჯერ კიდევ 2021 წლის მაისში მე გაგიზიარეთ ჩემი მოსაზრება, რომ რეალური სიკვდილიანობა უფრო მაღალია, ვიდრე ეს „ოფიციალურად“ არის წარდგენილი ქვეყნის მიერ.
საქართველოში რეალური სიკვდილიანობის მაჩვენებელი არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს „საბჭოთა“ სტატისტიკა …
რეალურად საქართველოში კოვიდ-19-მა უფრო მეტი ადამიანი იმსხვერპლა ვიდრე „საბჭოთა“ სტატისტიკა გვეუბნება.
ფაქტია, რომ ეს ციფრი მინიმუმ 2-ზე უნდა გავამრავლოთ და იმედია, 10-ზე გამრავლებამდე არ არის საქმე მისული.
დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უნდა დაგვარწმუნოს (წყაროებით /მეთოდოლოგიით), რომ ეს ასე არ არის. საბჭოთა მიდგომა - „ჩვენ ყველაფერი ვიცით“, უკვე აღარ ჭრის …
სიმართლე უნდა იყოს ჩვენი იარაღი, რომ დავამარცხოთ ეს ვერაგი ვირუსი“,- წერს ფხაკაძე.
⭕აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„ეშმაკის დაბადება! ყველაფერი 2016 წლის 1 ივლისს დაიწყო“... - მოროშკინას მისტიკური პოსტი
🔵„წინასწარმეტყველება ახდება - დაწერილია, რომ რჩეულებიც კი ცდუნდებიან“