ხანძრის შემდეგ თურქეთი ძლიერ წყალდიდობას ებრძვის. მდინარის ადიდებამ და წყლის დონის მატებამ, ქვეყნის ჩრდილოეთით სერიოზული პრობლემები შექმნა - დატბორილია ქუჩები; დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.
ხალხი გადასარჩენად შენობების სახურავებზე ავიდა - მათი ტერიტორიიდან გამოყვანის სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
წყალდიდობამ ყველაზე მეტად ქალაქი ბოზკურტი დააზარალა. დასახლებული პუნქტი 10 წუთში დაიტბორა.