ნევოკუზნეცკში მცხოვრებმა ქალმა, ფანჯრიდან გადმოვარდნილი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას კემეროვოს რეგიონში არსებული შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„გადმოვარდა მეორე სართულის სიმაღლიდან, მაგრამ საბედნიეროდ გამვლელმა ქალბატონმა მოასწრო მისი დაჭერა. მომხდარის შემდეგ ქალბატონმა ბავშვი მშობლებს გადასცა და წავიდა. როგორც გაირკვა, იმ დროს როდესაც ბავშვი ფანჯრიდნ გადახტა, არასრულწლოვნის მშობლები დაკავებულნი იყვნენ სახლის საქმეებით. ფანჯრიდან გაგონილი ყვირილის შემდეგ კი მათი შვილი უცხო ქალის ხელებში აღმოაჩინეს. ექიმების თქმით, ბავშვს მცირე სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა",- წერია განცხადებაში.
„ვბრუნდებოდი მაღაზიიდან, როდესაც შევამჩნიე პატარა ბავშვი ფაჯარასთან. დავყარე პარკები და დაუყოვნებლივ გავემართე ბავშვისკენ. გავშალე ხელები და ბავშვი დავიჭირე",- აცხადებს ქალი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქალბატონს მადლობა გადაუხადა და ყვავილების თაიგულთან ერთად ჯაზ კლუბის მოსაწვევი გადასცა.
👇ასევე დაგაინტერესებთ:
„მართლა გაოგნებული ვარ..." - ნახეთ, რას წერს სტეფანე ერთ-ერთი კლინიკის ექიმებზე
„ავტოფარეხში ერთი სკამით დავიწყეთ. გვაწვიმდა, გათბობა არ გვქონდა" - რას ჰყვება ნანუკა ჟორჟოლიანი
გახდა თუ არა სავალდებულო ექიმებისთვის ვაქცინაცია?
წყარო: tia.ge