Digest Logo

„114 000 ლარი გადაიხადეს ინსბრუკში მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავას გასახდომ პროცედურაში“ - პროკურორი

1636996691
გიგი უგულავა და სააკაშვილი

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვაში ბრალდებულების, მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას საქმის პროკურორის, გიორგი მუჯირის განცხადებით, ინსბრუკში მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი უგულავას გასახდომ პროცედურაში 114 000 ლარი იქნა გადახდილი.

როგორც მუჯირი განმარტავს, სახელმწიფო ბრალდება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ოფიციალურ ვიზიტებსა და პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებში გახარჯულ თანხებს არ ედავება. მუჯირის თქმით, ბრალდება პრეზიდენტის, მისი სამეგობროსა და გარემოცვის კომფორტისთვის გახარჯულ თანხებს ეხება.

დღეს, სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხება პრეზიდენტისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, თეიმურაზ ჯანაშიას მიერ 9 მილიონის გაფლანგვის საქმეს, ჩატარდა სასამართლო სხდომა. მეტი სიცხადისთვის მინდა საზოგადოებას მოვახსენო სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმე არ შეეხება პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტებსა და პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებში გახარჯულ თანხებს. ამავე პერიოდში, პრეზიდენტის მიერ, ლეგიტიმურად, მსგავს ღონისძიებებში დახარჯული იყო 20 მლნ ლარი, თუმცა, წარმოდგენილი 9 მლნ ლარი, რაც წარმოადგენს ბრალდების საგანს, იყო და ემსახურებოდა პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრების, მისი სამეგობრო წრის და გარემოცვის კომფორტს და რეალურად წარმოადგენდა მათი დასვენების, გართობის, თუ სხვა ხარჯებს. მათ შორის, მინდა განმარტება გავაკეთო, იყო გასახდომი, გამაჯანსაღებელი, გამაახალგაზრდავებელი პროცედურები. მინდა რამდენიმე მაგალითი მოვიყვანო, ინსბრუგში 114 000 ლარი იქნა გადახდილი მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი უგულავას გასახდომ პროცედურაში. ასევე, მონაკოში, ტაილანდში, სინგაპურში, მილანში და სხვადასხვა ელიტარულ კურორტებზე დასვენებისთვის იქნა თანხები გახარჯული. ასევე, მზარეულისთვის, სტილისტისთვის, მათი გარემოცვის საჩუქრებისთვის იქნა გადახდილი ეს 9 მლნ ლარი. დაცვის მხარე ყოველთვის ცდილობდა და დღემდე ცდილობს, დააკნინოს ეს სისხლის სამართლის საქმე, თუმცა, აქ საუბარია პირადი კომფორტისთვის გახარჯულ 9 მლნ ლარზე“, - განაცხადა მუჯირმა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„შევედი ოთახში... დაიღალე? გაიყინე? მეკითხება “ - რას წერს ხატია დეკანოიძე ელენე ხოშტარიაზე

🔵„ერთი რამ დღესავით ნათელია...“ - რა სტატისტიკას ასაჯაროებს ბიძინა კულუმბეგოვი

🔵„ძალიან მეწყინა, ცოტაც და ტირილს ვაპირებდი...“ - რა შეემთხვა ნინა სუბლატს

🔵„ჩემი გულის გამხეთქი „მემორი“... ყოველ მეორე დღეს ასეთები მივარდება და აღარ ვიცი, რა მოვუხერხო“ - რას წერს ინგა გრიგოლია

🔵„შემთხვევით გაიგეს, რომ მძიმე პაციენტი ჩამოგვყავდა. მომენტალურად ამოვიდნენ“ - რა შეემთხვა სასწრაფო ბრიგადას

🔵VIDEO: „ჩემი, ჩემი ძმისა და დედაჩვენის სახელით“ - მიხეილ სააკაშვილის შვილი საგანგებო ვიდეომიმართვას ავრცელებს

წყარო: rustavi2.ge