Digest Logo

7 ნოემბრის აქციის შემდეგ გადავდექი, ხელები შორს მშვიდობიანი მომიტინგეებისგან - სააკაშვილი

1604870442
ექს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

გუშინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გამართულ აქციაზე მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი აირი გამოიყენეს.

ფაქტს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქით გამოემახმაურა. ვიდეომიმართვით მან აქტივისტებს მადლობა გადაუხადა და თავისი პრეზიდენტობის ბოლო ეპიზოდები გაიხსენა:

„მე მინდა მივესალმო, დღეს თბილისში და ბათუმში ჩატარებული აქციის მონაწილეებს, რომლებმაც დაანახეს მთელ საქართველოს რომ იცავენ თითოეული ქართველის ხმას, საქართველოს თავისუფლებას და არსებობას.

ისინი არ დაუშვებენ ოლიგარქმა საბოლოოდ გაანადგუროს ჩვენი ქვეყანა რუსეთის დავალებით. ის რაც ხდება მთელ საქართველოში ესაა სამოქალაქო გმირობა, ამიტომ მე მინდა თითოეულ თქვენგანს ვუთხრა ეს არ არის პოლიტიკური აქცია.

დავივიწყოთ ისინი, ჩვენ ვიცავთ საქართველოს. მინდა, მივესალმო ოპოზიციის ყველა ლიდერის ერთიანობას.

დაიწყეს ძალადობის პირდაპირი გამოყენება, ამას ამართლებენ ისტორიული პრეცედენტებით.

აჩვენებენ 7 ნოემბრის კადრებს, მე მინდა შევახსენო ყველას, 7 ნოემბრის აქციის შემდეგ გადავდექი პრეზიდენტის პოსტიდან.

ამათ 20 ივნისის შემდეგ, გახარია დააწინაურეს.

2012 წელს მე სრულიად მშვიდობიანად გადავეცი ძალაუფლება, ნაციონალურმა მოძრაობამ წააგო არჩევნები და გადასცა მშვიდობიანად, ივანიშვილმა წააგო არჩევნები და ის არ აპირებს ძალაუფლების გადაცემას, აპირებს ძალადობით შეინარჩუნოსის.

არ გამოუვა. რაც უფრო მეტად შეეცდება მით უფრო ცუდად დაამთავრებს. ხელები შორს მშვიდობიანი მომიტინგეებისგან, ხელები შორს ქართველი ხალხის ხმებისგან, ნუ ეპოტინებით, საქართველო არის წმიდნათაწმინდა. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს ამას ალტერნატივა არ აქვს.

იმ წუთში როცა საქართველო გადაწყვეტს ჩემი ჩართულობის თემას, რა ფორმასაც გადაწყვეტენ ოპოზიციური ლიდერები და ქართველი ხალხი დავემორჩილები“, – განაცხადა სააკაშვილმა.