პარტიიდან „საქართველოსთვის“ ცაგერის მერობის კანდიდატი ბესარიონ ბენდელიანი, აცხადებს, რომ მისი ავტომობილი დაცხრილეს.
ბენდელიანმა განაცხადა რომ ავტომობილი წუხელ, დაახლოებით 00:00 საათზე, ცაგერში, საკუთარი სახლის წინ გააჩერა, 25 სექტემბრის დილით კი აღმოაჩინა, რომ „მანქანა არის დაცხრილული“.
„რამდენიმე ტყვიაა ნასროლი“, — აღნიშნავს მერობის კანდიდატი.
მერობის კანდიდატი აღნიშნავს რომ სავარაუდოდ, ავტომობილს მაყუჩიანი იარაღიდან ესროლეს, რადგან „ძალიან მჭიდრო დასახლებაა“ და გარშემო მცხოვრები მეზობლები სროლის ხმას გაიგონებდნენ. მისივე სიტყვებით, ადგილზე პოლიცია გამოძახებიდან მალევე მივიდა.
დაზიანებული ავტომანქანის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში მერობის კანდიდატის ნათესავმა გაავრცელა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ზოდიაქოს ორი ნიშანი, რომლებისთვისაც მომდევნო კვირა ურთულესი იქნება
წყარო: netgazeti.ge