Digest Logo

„დღეს რამდენჯერმე იყვნენ სააკაშვილთან ოთახში შესული, რადგან ვერ ახერხებდა ლოგინიდან წამოდგომას“ - ადვოკატი

1636989444
დიმიტრი საძაგლიშვილი

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, რის გამოც მასთან ადგილზე მყოფი პირები რამდენჯერმე იყვნენ შესული. ადვოკატმა მედიას სააკაშვილის პოზიცია გააცნო, რომლის მიხედვითაც საქართველოში ოპოზიციისა და ხალხის ბრძოლის მთავარი მიზანი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა. 

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, აწუხებს დაბალი წნევა. დღეს რამდენჯერმე იყვნენ მასთან ოთახში შესული იმ მიზეზით, რომ ის ვერ ახერხებდა ლოგინიდან წამოდგომას და იქ მყოფი პირები დაინტერესდნენ გარკვეულწილად რაში იყო საქმე.

დღესაც არ ყოფილან შესული კონსილიუმის წევრები. მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს კონსილიუმთან შეხვედრას. ასევე პარიტეტის საფუძველზე შექმნილი კონსილიუმის მასთან შესვლას, თუმცა ხელისუფლების მიერ შექმნილი კონსილიუმის შესვლაც არის მისი მოთხოვნა.

ის არის შთაბეჭდილების ქვეშ დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით, როგორც მისი მშვიდობიანი ფორმით, ასევე ეფექტიანობის თვალსაზრისით. ის ამბობს, რომ მთავარი მოთხოვნა არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა და მისი შიმშილობა არის ამ გზაზე გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი და ამიტომ არ უნდა გაიბლაროს ძირითადი მიზანი საშუალებისგან.

ის მიესალმება საქართველოში უკრაინის სახალხო დამცველის ვიზიტს და იმედი აქვს, რომ მას მიეცემა შესაძლებლობა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის და აღსანიშნავი და ხაზგასასმელია ის, რომ უკრაინის სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ, აბსოლუტურად სწორად შეაფასა წამებად“, - აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს დილით აუღეს PCR ტესტი და პასუხს ამ დრომდე ელოდებიან.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი ამჟამად გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵დედამიწა განწირულია - NASA

🔵„თეა არის ადამიანი, რომლის იმედი ყველგან და ყოველთვის უნდა გქონდეს შვილს“ - თეა დარჩიას შვილი დედაზე

🔵„ქვეყანა პირდაპირ მიდის ლოკდაუნისკენ, სიტუაცია უმართავია“ - გიორგი ფხაკაძე

🔵„ხომ გინდათ მიშას გასამართლება? მოითხოვეთ მისი მიყვანა პროცესზე“ - ნანუკა ჟორჟოლიანი „ოცნების“ მხარდამჭერებს მიმართავს

🔵ზოდიაქოს სამი ნიშანი 2022 წელს ფულში იბანავებს

🔵„გაოგნებული ვარ... გული მაქვს გახეთქვაზე“ - ნიკოლოზ სააკაშვილი