ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მიმართავს. ის საზოგადოებას მოუწოდებს, რომ საჯაროდ მოითხოვონ ექსპრეზიდენტის მიყვანა სასამართლო პროცესზე.
„მივმართავ ქართული ოცნების მხარდამჭერებს. ამდენი ხანი ხომ იკვებებოდით დაპირებით, რომ მიშას გაასამართლებდა ეს ხელისუფლება. მიშა მზად არის საჯარო სასამართლო მოუწყონ.
რაც ნიშნავს იმას, რომ პირდაპირ ეთერში უყურებთ ყველა, ვინც ნაწყენი და გაბრაზებული ხართ. ქართული ოცნება კეტავს ყველა კარს. პროცესზე არ მიჰყავთ თავად ბრალდებული, რაც ნიშნავს იმას, რომ არანაირი სასამართლო არ არსებობს.
ხომ გინდათ მიშას გასამართლება? მოითხოვეთ მისი მიყვანა პროცესზე. მოითხოვეთ პირდაპირი ეთერი“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ორგანიზმში დაიწყო ინტოქსიკაცია, გაჩერებას არ ვაპირებ“ - ელენე ხოშტარია
🔵„ორ თვეში ოთხჯერ გადავკვეთე საქართველოს საზღვარი და ... “ - რას წერს დათო ლიკლიკაძე
🔵„სააკაშვილის სასამართლოზე დასწრება წარმოადგენს რისკს მისი ჯანმრთელობისთვის“ - პენიტენციური სამსახური