აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში გუშინ, 17 ნოემბერს ჩამოვიდა და უკვე წავიდა.
მაიკ პომპეომ ქართული ღირშესანიშნაობების გაცნობა ვერ მოასწრო, თუმცა კანცელარიის შენობიდან პრემიერ-მინისტრმა თბილისის ხედები დაათვალიერებინა.
სწორედ ამ დროს გადაღებულმა ფოტომ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება დაიმსახურა.
სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ფოტოს დასათაურების უამრავი ვერსია დაწერეს.
გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
„მაქანა დავდგამთ სტენკასო.“
„შეხედეთ, რას დავამსგავსეთ აქაურობაო.“
„ეტყობა, უკან არ უნდოდა გაეხედა და რაღაცას აჩვენებს“.
„გვირაბის კარები იქ არისო.“
„შალიკოს ფანჩატურს აჩვენებს. იქ აქვთ ქელეხი და ხომ არ მივიდეთო.“
„იქ ვაფართოვებთ ადგილს, საიდანაც გამოექანებიან ნაც ლიდერები და არა მარტო.“
„ივანიშვილის სახლის გზას აჩვენებს - „აი იქ ცხოვროს ის გოთვერანიოო, მე პატარა კაცი ვაროო.“
„ახალ ბინებს აჩვენებს, ხომ არ შეიძენდიო“ .
„ე, იქ ზის თლა უმფროსიო.“