
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღევანდელი მთავრობის სხდომის დაწყებამდე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, კვლავ გრძელდება ადაპტაციისა და წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგია.
ასევე პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ადაპტაციის და წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას მიჰყვება.
„რაც შეეხება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას. იმის მიუხედავად, რომ გლობალურად მსოფლიოში მდგომარეობა მძიმდება, როგორც ჩანს, მეორე ტალღის მოლოდინის სიმძაფრე არ იყო სრულად შეფასებული. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპაში ლოკდაუნების რაოდენობა, ისევე როგორც ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება.
გამართული ეკონომიკის და ძლიერი ჯანდაცვის სისტემის ქვეყნებს უჭირთ გამკლავება ინფიცირების მსგავსი მასობრივი განვითარების. ჩვენ ადაპტაციის და წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას მივყვებით.
რა თქმა უნდა, ამას გავაგრძელებთ, თუმცა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ჯანდაცვის სისტემა, როგორც აღჭურვილობის, ასევე ადამიანური რესურსების თვალსაზრისით ამოუწურავი არ არის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.