Digest Logo

საზოგადოებისთვის რადიკალურ აქციაზე დგომის მოწოდების პარალელურად, ნანუკა ჟორჟოლიანი საფრანგეთში, ხოლო თეონა ცხომელიძე კვიპროსში ისვენებს - ფოტოები

13 მაისი 14:30
ცხომელიძე ჟორჟლიანი

რადიკალური აქციის მომხრე და ერთ-ერთი ორგანიზატორი ჟურნალისტები: ნანუკა ჟორჟოლიანი და თეონა ცხომელიძე წვიმიანი საქართველოდან შორს, ევროპაში, საზაფხულო მოგზაურობაში იმყოფებიან.

აღსანიშნავია, რომ თავად სოციალურ ქსელში მოქალაქეებს, რადიკალურ აქციებზე დგომისკენ და უწყვეტი პროტესტისკენ მოუწოდებენ.

ნანუკა ჟორჟოლიანი საფრანგეთში, პარიზში მოგზაურობს, თეონა ცხომელიძე კი კვიპროსზე, კუნძულ აია-ნაპაზე იმყოფება. მოგზაურობის ამსახველ ფოტოებს კი, სოციალურ ქსელში თავად აქვეყნებენ.

„ზაფხული იწყება აქ, მარტოხელა დედების კლუბი“, - წერს ცხომელიძე და უახლეს ფოტოებს გვიზიარებს, სადაც აუზზე საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი, მზეზე, დასთან და მეგობართან ერთად ნებივრობს.