„თუ პარლამენტიდან მიდის ეს ხალხი, ესე იგი საკრებულოებიდანაც მიდიან ხომ? – იმ ადამიანებს რას ეუბნებიან, რომლებმაც იომეს თითოეული მანდატისთვის, რომელიც ოპოზიციამ მოიპოვა?“ – ასე ეხმიანება საპარლამენტო მანდატის დატოვებასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილის მიერ გაკეთებულ განცხადებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.
მისი აზრით, „უმნიშვნელოვანესი იქნება, რომ პოლიტიკური ფრონტის ხაზი საკრებულოების სხდომათა დარბაზებში გადიოდეს“.
„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით შედეგები, წინ გვიდევს ეს შედეგები და შეგვიძლია, ელემენტარული ანალიზი გავაკეთოთ, გარდა იმ ექვსი საკრებულოსი, სადაც ისედაც ოპოზიციას აქვს უმრავლესობა, ასევე საკრებულოების უდიდეს უმრავლესობაში, მათ შორის თბილისში, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა სულ რამდენიმე ხმაზე კიდია. თბილისში მაგალითად სულ 5 მანდატით მეტი აქვს „ოცნებას“. გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა ბევრ სხვა საკრებულოში. აქტიური, ქმედითი ფრონტის ხაზის გაჩენის შემთხვევაში ძალიან ადვილია უმრავლესობა-უმცირესობის ადგილების ცვლილება, ადამიანების ჩამოშორება დღევანდელი უმრავლესობიდან.
ასე, რომ თუკი ვინმეს წარმოუდგენია, რომ „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად მასშტაბური ბრძოლაა დასაწყები, მაშინ მასშტაბურობა ამ ბრძოლის სწორედ იმას ნიშნავს, რომ თავის საკუთარ ბრძოლის ველზე უნდა დაამარცხონ და არა ისე, რომ კედლის ერთ მხარეს ჩვენ ვიდგეთ და მეორე მხარის ისინი და ერთმანეთის ხმა არასდროს გვესმოდეს“, – აცხადებს თინა ხიდაშელი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ზოდიაქოს ამ 4 ნიშნისთვის 2022 წელი უბედნიერესი იქნება
🔵ნოემბერი ზოდიაქოს 3 ნიშანს მოულოდნელ სიურპრიზებს
🔵„ცის კაბადონზე ერთთვიანი შტურმია გამოცხადებული“ - ცაგარელის გაფრთხილება ზოდიაქოს ყველა ნიშანს
🔵„მითხარი, რა ხარ... გაიმეორე, თორემ დაგარტყამ...“ - ბათუმში მოსწავლე თანატოლებმა სცემეს, აგინეს, ვიდეო გადაუღეს და ტიკტოკზე ატვირთეს