Digest Logo

ივანიშვილმა დახლი გახსნა და დადო გამოაგზავნა გზავნილი: მაქვს ფული, გინდათ ფული? მოდით... - ნიკა მელია

1607524424
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელის, ნიკა მელიას თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკოსებთან ვაჭრობა ღიად და საჯაროდ დაიწყო.

„დღეს ადგილი ჰქონდა ღია შეტევას ოპოზიციაზე არათუ კობახიძის, არამედ ივანიშვილის მხრიდან, რადგან ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ როცა საუბრობს ბატონი კობახიძე საუბრობს ბატონი ივანიშვილი და ნებისმიერი გზავნილი, რომელიც ამ ადამიანისგან ჟღერდება, ეს არის შეთანხმებული ბატონ ივანიშვილთან ან როგორც წესი მისი გზავნილია, რომელიც ხმოვანდება ბატონ კობახიძის მიერ.

როცა მთავარი ოპოზიციური პარტიის მიმართ გამოდიხარ მუქარით, რომ რეგისტრაციიდან მოიხსნება, წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში აპირებს ჩააყენონ სხვა პარტიები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმიდან წამოსულ ძალადობრივ მუქარებს არ ეთანხმებიან.

მან მკაფიო ხაზი გაავლო, რომ ვინც პარლამენტში შემოხვალთ ფულს მოგცემთ, ვინც არ შემოხვალთ - არ მოგცემთ.

ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ საერთაშორისო საზოგადოებაც კიდევ ერთხელ დარწმუნდა თუ რას ვაპროტესტებთ ჩვენ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში და ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ ღრმად ცდება. დიდი შეცდომა დაუშვა უკვე, ის არ ითვალისწინებს მთავარს, რომ ამ ოპოზიციური პარტიების უკან ცოცხალი ადამიანები დგანან, საქართველოს ასიათასობით მოქალაქე, რომლებსაც ჩვენ წარმოვაგდენთ. ამიტომ, ამ ყველაფრის ფონზე, ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი პოლიტიკოსი, ნებისმიერი სუბიექტი პოლიტიკური პარტიის სახით ვინც შევა ბიძინა ივანიშვილის პარლამენტში, ბუნებრივია ის ვეღარ იქნება ვეღარც პოლიტიკოსი და მითუმეტეს ვეღარც ოპოზიციონერი. ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ დახლი გახსნა - კიდევ ერთხელ გამოაგზავნა გზავნილი: მაქვს ფული. გინდათ ფული? მოდით. ვისაც ღირსება გაქვთ, პრინციპების ერთგული ხართ, ნუ მოხვალთ,“- განაცხადა მელიამ.

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

მერაბ ნინიძე ბრიტანული „ბიფას“ დაჯილდოების ნომინანტად დაასახელეს

კაი ფასში გაიყიდა! მაგის ვითომ პრინციპული დედას შევე...ი! – გია ჭანტურია

პარლამენტში გიორგი ვაშაძე და 7 ოპოზიციონერი შედის – რა ინფორმაცია აქვს გვარამიას

წყარო: www.newposts.ge