საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნი მაიკ პომპეო იმყოფება.
ოპოზიციურმა პარტიებმა, მათ მხარდამჭერებთან ერთად რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოცხალი ჯაჭვის გაკეთება დააანონსეს. როგორც ფოტოებზე ხედავთ, ჯაჭვის გაკეთების მცდელობამ ამაოდ ჩაიარა. ხალხის ნაწილი უბრალოდ შეჯგუფებულია, მეორე ნაწილი კი - გაბნეული. წვიმიანი ამინდის მიუხედავად, აქტივისტები იმედს არ კარგავენ და ქოლგებით ელოდებიან ჯაჭვის „შეკვრას“.
შეკრებილების მიზანი იყო პომპეოსთვის გაყალბებული არჩევნების შესახებ ეცნობებინათ და პროტესტი დაეფიქსირებინათ.