ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში პარტია მონაწილეობას არ მიიღებს.
„ძალიან მტკიცე, ერთიანი პოზიცია გვაქვს, რომ ეს არის არალეგიტიმური არჩევნები და არალეგიტიმურ პარლამენტში ჩვენ არ ვაპირებთ შესვლას და ეს არის ბრძოლის ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი, რომ ჩვენ არ ვაპირებთ შეგუებას იმასთან, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოგვპაროს არჩევნები, როგორც ინსტიტუტი.
ბევრი განხილვა იმას არ უნდა, რომ მეორე ტური ვერ ჩატარდება, არ იქნება, არ ვიღებთ, იმიტომ, რომ არ ვიღებთ ამ თამაშის წესებს, არც მეორე ტურის სახით და არც ამ არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლის სახით“,- აცხადებს ხოშტარია.
⚪ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ეკა ბესელია პარლამენტში ვერ შედის
არჩევნები დასრულდა - „ქართულმა ოცნებამ“ 52.26% აიღო