მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა გუშინ, 23 ნოემბერს თანამდებობა დატოვა, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
რა გახდა წასვლის მიზეზი, არ განუმარტავს.
ნათია მეზვრიშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში პროკურატურიდან მოვიდა. 2007 წლიდან ის თანმიმდევრულად მაღალ თანამდებობებს იკავებდა ზურა ადეიშვილის უწყებაში. 2012 წლიდან კი ხელისუფლების მთავარი სპიკერი იყო პარლამენტში, როცა პროკურატურას საკუთარი პოზიციის დაფიქსირება სჭირდებოდა.
2017 წლიდან ის შს მინისტრის მოადგილეა. პრემიერ-მინისტრად დაწინაურებულმა გიორგი გახარიამ კი ის ადმინისტრაციის უფროსად გადაიყვანა. ბოლო განცხადება ამ თანამდებობაზე ნათია მეზვრიშვილმა მაიკ პომპეოს ვიზიტის შემდეგ გააკეთა.
ნათია მეზვრიშვილის წასვლას გახარიას გავლენების შესუსტებას უკავშირებენ ანალიტიკოსები. გია ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ გიორგი გახარიამ უახლოეს მომავალში თანამდებობა თავადაც დატოვოს.
„ბევრი ვერსია შეიძლება იყოს. ერთ-ერთი ვერსიით ნათია მეზვრიშივილის გადადგომა შესაძლოა, უკავშირდებოდეს გახარიას მომავალში, შესაძლო გასვლას მთავრობიდან. მე ამას არ ვამტკიცებ, მაგრამ გამომდინარე ბიძინა ივანიშვილის ხასიათიდან, რომელიც თავის ირგვლივ მხოლოდ მსახურებას ითხოვს, კი ბატონო გახარიაც ემსახურება, მაგრამ გახარიას აქვს გარკვული ავტორიტეტი საზოგადოებაში, რაც ბუნებრივია ბიძინა ივანივიშვილს მაინცდამიანც არ მოსწონს და ვერ გამოვრიცხავ რომ რაღაც ესეთის პრეისტორია იყოს", - ამბობს ხუხაშვილი.
პრემიერი გადადგომას რამდენიმე თვის წინ გეგმავდა, თუმცა, ქვეყანაში შექმნილი მწვავე ეკონომიკური კრიზისის გამო, მას ამის უფლება არ მისცეს.
ქართული ოცნებიდან სხვადასხვა დროს წასული დეპუტატები, ვინც ბიძინა ივანიშვილს კარგად იცნობენ, ამბობენ, რომ ოლიგარქი ახლა გახარიაზე უფრო მეტად მორჩილ პრემიერს ეძებს.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
შენ ხარ არაკაცი, მეგობრის გამყიდველი და მკვლელი - ოქიტაშვილი ბარამიძეს მიმართავს
ე, იქ ზის თლა უმფროსიო - პომპეოს ვიზიტის ფოტო, რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო
ვინ არის და რა ქონებას ფლობს ახალგაზრდა პოლიტიკოსი მარიამ ქვრივიშვილი?