Digest Logo

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის ზუსტი თარიღი ცნობილია

1632730694
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის ზუსტი დრო ცნობილია.

როგორც გამოცემა „ჯიემთივისთვის“ ხდება ცნობილი, იგი საქართველოში ოთხ ოქტომბერს, სარფის სასაზღვრო პუნქტიდან შემოვა.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი 4 ოქტომბერს დილის საათებში უკვე იქნება სარფის საზღვართან, რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა უცხოეთში მყოფ ქართველებსაც მოუწოდა საქართველოში ჩამოსვლა.

„მინდა, მივმართო უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს. ახლა არის დრო, ვისაც შეგიძლიათ ბილეთი აიღოთ და საქართველოში ჩახვიდეთ, ახლა წყდება საქართველოს ბედი. მე ეს ვიცი, იგივეს გაკეთებას ვაპირებ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„ღიმილით გაუწოდა პირადობა კაცმა, ბიჭს გაუღიმა, მე ვარ შენი მინისტრიო?“- რა მოხდა ერთ-ერთ პარკინგზე

🔵ობოლი დისშვილი და 10 წლით უმცროსი მეუღლე - გახარიას უცნობი ამბები

🔵„ბატონო გახარია, პარტიაში დუქნის კონტინგენტით შორს ვერ გაფრინდებით…“ - იუნა შაფათავა

🔵„სინოვაკით აცრილები დელტა ვარიანტისგან მხოლოდ ერთი თვე იქნებით დაცულები“ - გიორგი ფხაკაძე