Digest Logo

„ღიმილით გაუწოდა პირადობა კაცმა, ბიჭს გაუღიმა, მე ვარ შენი მინისტრიო?“- რა მოხდა ერთ-ერთ პარკინგზე

1632728632
ჯღარკავა

ჟურნალისტი, ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის შესახებ წერს.

„ჩვენი მეგობრის, ეკა ლატარიას შვილი რამდენიმე დღის წინ ჯარში გაიწვიეს.

მორიგეობის პირველი დღე ჰქონდა, პარკინგზე მოადგა მანქანა და ნიკამაც საშვი მოითხოვა, არ იცოდა ნომრები ჯერ.

ღიმილით გაუწოდა პირადობა კაცმა, ბიჭს გაუღიმა, ხელი ჩამოართვა, მე ვარ შენი მინისტრიო. ნიკას კაცურად უთქვამს, ხელის ჩამორთმევა არ შეიძლებაო და „ჩესტი“ აუღია.

მინისტრს შეუქია, კარგი კაცი გაიზრდები შენო.

ეს კაცი ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახო გომელაურია, რაღაცნაირად სითბო ჩამეღვარა, ვახო რომ თბილი და უსაყვარლესი ადამიანია მე ისედაც ვიცოდი და როგორ გამიხარდა რომ ახალგაზრდა თაობამაც იგრძნო!

წარმატებები ნიკას, მისთვის ეს პატარა შემთხვევა სტიმულიც იყო და გამოცდაც! ვახო გომელაური კი უბრალოდ ადამიანია!“- წერს ჟურნალისტი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„2 დღეს ვაძლევ ყველა მრუშ და მამათმავალ ეპისკოპოსს გადადგნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში...“ - რას წერს დეკანოზი ილია?

🔵„ნაძირალების ხროვა! თურმე ბედნიერებას ანიჭებთ სიკვდილიანობის გაზრდილი სტატისტიკა…“ - რას წერს ადამია მედპერსონალზე?

🔵„აუცილებლად ასწავლეთ ბავშვებს! ნუ შეაშინებთ ღმერთის სახელით“ - ის, რაც ყველა მშობელმა უნდა წაიკითხოს