ამ წუთებში ცესკოს შენობასთან მხუთავი აირი გაუშვეს და წყლის ჭავლის 2 ახალი მანქანა ეზოში შევიდა. როგორც „მთავარი არხის“ ჟურნალისტი იუწყება, მანქანები უკვე მზადაა...
როგორც ცნობილია, ცრემლსადენ გაზს ეტაპობრივად უშვებენ. ჟურნალისტებს ტერიტორიას იძულებით ატოვებინებენ.
რამდენიმე წუთის წინ , მას შემდეგ, რაც ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, აქციის მონაწილეები სპეციალური სიგნალით გააფრთხილეს, რომ მათ დასაშლელად სხვა საშუალებების გამოყენებასაც აპირებენ.