Digest Logo

ნანუკა ჟორჟოლიანის პირველი კომენტარი ეგზიტპოლის შედეგებზე

1604167368
ჟორჟოლიანი ნანუკა

„ნაციონალური მოძრაობის“ სამტრედიის, ვანის, ხონის და წყალტუბოს მაჟორიტარობის დეპუტატი, ნანუკა ჟორჟოლიანი „მთავარი არხის“ ეგზიტპოლს ენდობა და „დაიჯესტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ცესკოს შედეგები, მთავართან ყველაზე ახლოს იქნება.

„მე ვფიქრობ, რომ ცესკო დადებს „მთავარ არხთან“ მიახლოებულ შედეგებს. „იმედი“ კი გაასხამს, როგორც ყოველთვის“ - განაცხადა ჩვენთან საუბრისას ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ჟორჟოლიანი, ასევე სამტრედიაში, ვანში, ხონში და წყალტუბოში მეორე ტურის ჩატარებას არ გამორიცხავს.

„არვიცი ზუსტად, მაგრამ ველოდებით, რომ მეორე ტური იქნება“- ამბობს ჟორჟოლიანი.