გუშინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გამართულ აქციაზე მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი აირი გამოიყენეს. დაშავებულთა რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. ცნობილია მხოლოდ რამდენიმეს ვინაობა.
სოციალურ ქსელში ელვის სისწრაფით გავრცელდა აქტივისტის ფოტო, რომელსაც წყლის ჭავლისგან თვალი აქვს დაზიანებული.
„დაიჯესტი“ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაგებად, მის მეუღლეს, ინგა გუგავას დაუკავშირდა:
დარბევა
აქციაზე სულ 250 კაცი ვიყავით, მშვიდობიანი გზით ვაპროტესტებდით მოპარულ, უზურპატორის მიერ მიტაცებულ არჩევნებს და უცებ ტერიტორია ჩაფხუტიანი სპეცრაზმელებით გაივსო, მოულოდნელად შემოიყვანეს წყლის ჭავლის მანქანები. ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, პირველივე დამიზნებებზე იყო ძალიან ჭავლის ძლიერი ნაკადი, ზაზა თვალში მოხვედრილმა ჭავლმა ჰაერში ააგდო, ორ მეტრზე გადაისროლა... თვალი აქვს დაზიანებული, უტარდება გამოკვლევები თავსა და გულ-მკერდზე. ექიმის თქმით, დაბრმავებას გადარჩა, მაგრამ აქვს ჩაქცევები და კაპილარებია დაწყვეტილი.
ზაზა გუგავა
ჩემი მეუღლე ზაზა აფხაზეთის ომის ვეტერანია, მეორე ჯგუფის ინვალიდი.
აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, ზაზა როსტოვში სწავლობდა. იყო მეოთხე კურსზე და მიუხედავად წარმატებული სტუდენტის სტატუსისა, მიატოვა სწავლა და ჩამოვიდა აქ, წავიდა ომში, სადაც 3 თვე იბრძოდა. შემდეგ დაიჭრა. 7-8 ოპერაცია აქვს გაკეთებული, ფეხში ახლაც 7 ტყვიას ატარებს. არის მეორე ჯგუფის ინვალიდი.
რა უნდა დაეშავებინა ამ საღამოს ზაზას, რომ ასე სასტიკად მოქცეოდა მისი ქვეყანა. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება სამშობლოსთვის თავდადადებულ ადამიანებს აფასებდეს, ასე იმეტებს ადამიანებს...
- აგრეთვე დაგაინტერესებთ: