Digest Logo

ოპოზიცია ამაღამ შეეცდება ისეთი დაპირისპირება გამოიწვიოს, რასაც მსხვერპლი მოჰყვება - ნიკოლოზ მჭედლიშვილი

1604867188
ეკონომიკის ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი Digest.ge

„ოპოზიცია ამაღამ შეეცდება ისეთი დაპირისპირება გამოიწვიოს ძალოვნებსა და მათ შორის, რასაც მსხვერპლი მოჰყვება“ - ამ სიტყვებით ეხმაურება სოციალურ ქსელში ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი ცესკოსთან მიმდინარე მოვლენებს.

მისი თქმით, სხვანაირად ოპოზიცია ვერ ახერხებს საკმარისი ტემპერატურის აწევას.

„ოპოზიცია ამაღამ შეეცდება ისეთი დაპირისპირება გამოიწვიოს ძალოვნებსა და მათ შორის, რასაც მსხვერპლი მოჰყვება. სხვანაირად ოპოზიცია ვერ ახერხებს საკმარისი ტემპერატურის აწევას” - წერს ექსპერტი.

შეგახსენებთ, გაერთიანებულმა ოპოზიციამ 8 ნოემბერს მასშტაბური აქცია გამართა. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გადაინაცვლეს. მათ ცესკოს ეზოში სურდათ შესვლა, რის საშუალებას სამართალდამცველებმა მათ არ მისცეს. აქციის მონაწილეებმა პოლიციელების მისამართით ქვების სროლა დაიწყეს, რის შემდეგაც სპეცრაზმმა მათ წინააღდმეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.