Digest Logo

„ორგანიზმში დაიწყო ინტოქსიკაცია, გაჩერებას არ ვაპირებ“ - ელენე ხოშტარია

1636964934
ელენე ხოშტარია

მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ელენე ხოშტარია წერს, რომ  ორგანიზმში ინტოქსიკაცია დაეწყო, რის გამოც გადასხმებს დათანხმდა.

მისი თქმით, ის შიმშილობას არ წყვეტს.

„გუშინ ექიმმა გააკეთა განცხადება ჩემ ჯანმრთელობაზე, რომ ცოტა დამძიმდა. მოკლედ, ექიმმა მითხრა, რომ ორგანიზმში დაიწყო ინტოქსიკაცია და თუ ამ ეტაპზე რეგულარულ გადასხმებს (მედიკამენტოზურს და არა საკვები, ეს გამორიცხულია) არ გავიკეთებ, თირკმელი ვერ გაუძლებს. შემომთავაზა ჰოსპიტალიზაცია, ამაზე უარს ვამბობ.

აქედან გამომდინარე დავთანხმდი ამ ეტაპზე გადასხმებს, როდესაც თირკმლის გაჩერების რისკი მოიხსნება, შევაჩერებ გადასხმებს. თავს ვგრძნობ კარგად. ვარ ძალიან შემართებით, წამი არ ყოფილა, რომ ვიტანჯებოდე. დღეს წარმატება ჩემ მეგობრებს აქციაზე! გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში! მე გაჩერებას არ ვაპირებ!“, - წერს ელენე ხოშტარია.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ორ თვეში ოთხჯერ გადავკვეთე საქართველოს საზღვარი და ... “ - რას წერს დათო ლიკლიკაძე

🔵„სააკაშვილის სასამართლოზე დასწრება წარმოადგენს რისკს მისი ჯანმრთელობისთვის“ - პენიტენციური სამსახური

🔵„მაკვირვებს დუმილი, როცა საქვეყნოდ კვდება პაციენტი... გაბედეთ და ხმამაღლა თქვით სათქმელი“ - ინგა გრიგოლია

🔵„მიშა, სწორედ შენმა ზონდერებმა, „დუბინკებით“, დილის 5 საათზე პატიმარი ქალები ღამის პერანგებით მიწისქვეშა ჯურღმულებში ჩაგვყარეს“ – ნანა სულავა

🔵VIDEO: „ჩემკენ არის ძალიან კარგი სიახლეები“ - ნახეთ, რომელ კლინიკაში იმუშავებს გიორგი ღოღობერიძე