Digest Logo

„მაკვირვებს დუმილი, როცა საქვეყნოდ კვდება პაციენტი... გაბედეთ და ხმამაღლა თქვით სათქმელი“ - ინგა გრიგოლია

1636957677
ინგა გრიგოლია და სააკაშვილი

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ექიმებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანონ. 

„ყველაზე მეტად ამ სამყაროში პატივს ვცემ პროფესია ექიმს. ყველაზე მეტად! ვაფასებ და ვენდობი ქართველ ექიმებს და ჯანმრთელობის ურთულესი პრობლემა როცა მქონია, არასოდეს წავსულვარ სამკურნალოდ ქვეყნის გარეთ, იმიტომ, რომ თვალდახუჭული ვენდობოდი ქართველ ექიმებს.

ახლა? ახლა მაკვირვებს მათი დიდი ნაწილის დუმილი, როცა საქვეყნოდ კვდება პაციენტი და ხმას არ იღებენ.

მესმის, რომ სადაზღვევო ინტერესებითაა მიბმული ბევრი კლინიკა სახელმწიფოზე და ეშინიათ, არ დაკარგონ დაფინანსება.. მაგრამ არ მესმის ამან როგორ შეიძლება გადაწონოს უმძიმესი პაციენტის სიკვდილის საფრთხე და როგორ შეიძლება გაჩუმდნენ ამ დროს.

ჯერ კიდევ მაქვს იმედი, კონსილიუმში შემავალი ექიმები ხმას ამოიღებენ! არც ერთი დაფინანსება არ ღირს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიზანმიმართულ მკვლელობაზე თვალების დახუჭვად.

გაბედეთ და ხმამაღლა თქვით თქვენი სათქმელი და მოითხოვეთ მოშიმშილე პრეზიდენტის შესაბამის კლინიკაში გადაყვანა! ძალიან მძიმე ისტორია იწერება ახლა და ნუ მოაწერთ ხელს ამ ისტორიას, ჰიპოკრატეს ფიცის დამდები ხალხი!", - წერს ინგა გრიგოლია.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„მიშა, სწორედ შენმა ზონდერებმა, „დუბინკებით“, დილის 5 საათზე პატიმარი ქალები ღამის პერანგებით მიწისქვეშა ჯურღმულებში ჩაგვყარეს“ – ნანა სულავა

🔵VIDEO: „ჩემკენ არის ძალიან კარგი სიახლეები“ - ნახეთ, რომელ კლინიკაში იმუშავებს გიორგი ღოღობერიძე

🔵„ღვინო არასდროს გაუსინჯავს, ბარებში არ დადის“ – უცნობი ფაქტები ხვიჩა კვარაცხელიაზე