Digest Logo

რა სარგებლობას მოუტანს ხელისუფლებას არჩევნების დროს Covid 19-ის მიზეზით ლოკაციების ჩაკეტვა?

1602262597
პოლიტოლოგი 2020 წლის არჩევნებზე

მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს. პირვლი ეტაპისგან განსხვავებით, ახალი შემთხვევების რაოდენობა საქართველოშიც დღითი დღე იმატებს. გაზრდილია გარდაცვალების მაჩვენებელიც. პარალელურად ქვეყანაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებია.

გაუარესებული ეპიდვითარების მიუხედვად საზოგადოების გარკვეული ნაწილი ინფექციის მართვის მიზნით დაწესებულ რეკომენდაციებს უგულვებელყოფს, გულგრილად უყურებს და ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს მომავალი არჩვენებით ხსნიან.

„სად არის კორონავირუსი... რა კორონა ვირუსი... ჩაგვკეტავენ ახლა, აბა რა, იმიტომ რომ არჩვენები მოდის“ - ხშირად გაიგონებთ საზოგადოებაში ამ ფრაზებს.

„დაიჯესტი“ დაინტერესდა, რა სარგებლობას მოუტანს მმართველ გუნდს კორონავირუსის მიზეზით კონკრეტული ლოკაციის ჩაკეტვა.

ამ კითხვით ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას მივმართეთ. მან მოქალაქეების სკეპტიკური დამოკიდებულება მთავრობის მიმართ უნდობლობით ახსნა. ხელისუფლების მხრიდან ვირუსით მანიპულაციების რისკს კი არჩევნების შემდეგ არასასურველი შედეგის მიღების შემთხვევაში უფრო ხედავს.

„საზოგადოების ასეთი დამოკიდებულების საფუძველი ხელისუფლების მიმართ დაკარგული ნდობაა. მათ აღარ სჯერათ აღარც სტატისტიკის, აღარც ხელისუფლების და სკეპტიკურად არიან განწყობილები. მთავრობის მხრიდან ხელოვნურად ჩაკეტვის მოტივი შესაძლოა იყოს ე. წ. ცხელ წერტილებში მოსალოდნელი ინციდენტების მართვა. აგრეთვე, კონკურენტებს არ მიეცეს ეფექტური და თავისუფალი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება. მაგრამ მე უფრო მგონია ვირუსით მანიპულირება არჩევნების შემდეგ, არასასურველი შედეგის მიღების შემთხვევაში უფრო მოხდება “, - განუცხადა „დაიჯესტს“ არჩილ გამზარდიამ.