Digest Logo

„სამ პარტიულ ტელევიზიაში ასეულობით მილიონია ინვესტირებული“ - ირაკლი კობახიძე

1626332703
ირაკლი კობახიძე პოლიტიკოსი

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ღამის კურიერში" საქართველოში არსებულ ტელევიზიებზე საუბრობს. ამბობს, რომ უკანონო  ის  არის,  რომ შავი  ფული  ტრიალებს  სამ ტელევიზიაში.

„სამ პარტიულ ტელევიზიაში ასეულობით მილიონია ინვესტირებული და დახარჯული. ეს არის შავი ფული 2012 წლიდან კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან პარტიულ ტელევიზიებზე ჯამში ასეულობით მილიონია ინვესტირებული და დახარჯული. ეს არის შავი ფული. დღეს ისინი პასუხს სთხოვენ ამ ე.წ მედია მენეჯერებს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“.

მისი თქმით, ჯერ იყო რუსთავი-2 მათ საკუთრებაში, მერე შეეცვალა მესაკუთრე და ახლა არის ძირითადად სამი პარტიული ტელევიზია. ამ სამ ტელევიზიაში შავი ფული ტრიალებს. „ადამიანს ნებისმიერ მედიაში ჩახედვა შეუძლია, ამ ყველაფრის დაანგარიშება. შემიძლია გითხრათ, რომ ყოველწლიური დისბალანსი

"არის ათეულობით მილიონი, რომელსაც ფარავს კონკრეტული პოლიტიკური ძალა. უკანონო ის არის, რომ შავი ფული ტრიალებს ამ სამ ტელევიზიაში. გეთანხმებით, რომ გამოსაძიებელია. მე მაქვს სხვადასხვა წყაროდან ინფორმაცია, ვიცი როგორია შემოსავლები და რა არის ხარჯები. შესაბამისად, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვამტკიცო საზოგადოების წინაშე, რომ ამ ტელევიზიებზე ათეულობით მილიონი შავი ფული იხარჯება ყოველწლიურად. რაც შეეხება მედიამენეჯერების პრობლემას, ასეთი ინფორმაციაც გვაქვს, ერთ-ერთი ტელევიზიაში პირდაპირ დააყენეს მკაცრად საკითხი, რომ თუ სექტემბრამდე არ გაიზრდებოდა ამ კონკრეტული ტელევიზიის რეიტინგი, გაყრიდნენ მთელ კოლექტივს ზედა დონეზე, მათ შორის მთავარ წამყვანებსაც. საუბარია 30 000 ლარიან ხელფასებზე, მაგალითად წამყვანების შემთხვევაში, მედიამენეჯერებს კიდევ სხვა პრივილეგიები აქვთ. არ არის ეს კერძო ბიზნესი, ერთია კანონის დარღვევა რასაც აკეთებენ, მაგრამ მეორე და მთავარი, ესენია პარტიული ტელევიზიები, შესაბამისად, მათ აქვთ პარტიული დაკვეთა და ეს არის არჩევნების მოგების, ან გადატრიალების დაკვეთა. როდესაც ისინი 8 წლის განმავლობაში ამას ვერ ახერხებენ, ბუნებრივია, მათი პასუხისმგებლობა ინვესტორის მიმართ იზრდება და ზუსტად არის გამწარებული სააკაშვილი, კეზერაშვილი და ზუსტად არიან გამწარებული ახლა ეს მედიამენეჯერები თავისი წამყვანი ე.წ ჟურნალისტებით. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც საბოლოო ჯამში მოხდა ამ ადამიანების სრული ლუსტრაცია და ადრე თუ ყველამ იცოდა, რომ ესენი იყვნენ პარტიული ტელევიზიები, მაგრამ თვითონ ამას არ აცხადებდნენ, დღეს უკვე ეს ადამიანები ღიად გამოდიან პოლიტიკური მესიჯებით და ღიად პოზიციონირებენ როგორც პარტიული ტელევიზიები. აქ პარტიული ამოცანაა პირდაპირ დასმული. რეიტინგი შეიძლება გინდოდეს ბიზნესისთვის. როდესაც მედიაზეა საუბარი, მედიას შეიძლება ჰქონდეს ორი ამოცანა: ერთი არის კომერციული, კეთილსინდისიერ მედიამენეჯერს აქვს კომერციული ამოცანა, მაგრამ ამ შემთხვევაში, რადგან ეს არის პარტიული ტელევიზიები, მათთვის რეიტინგიც არის საშუალება ან გადატრიალებისთვის, ან არჩევნების მოგებისათვის. მომხრეებსაც რომ ჰკითხოთ, ყველამ იცის რომ „მთავარი“, „ფორმულა“ და „ტვ პირველი“, ეს არის პარტიული ტელევიზიები. მთელმა ქვეყანამ იცის და ქვეყნის გარეთაც იციან ეს ყველაფერი. ეს დაახლოებით ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორც ის, რომ აფხაზეთი არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ:

VIDEO: „ასე სად დაგაჭირეთ ფეხი, ასეთ კუდზე, რომ ასე ასისინდით და ასვავდით ყველა“ - მეუფე ანტონი

1398 ინფიცირებული, 1164 გამოჯანმრთელებული - ეპიდვითარება საქართველოში

7 სარგებელი სექსისგან - ექიმი გირჩევთ რეგულარულად დაკავდეთ სექსით