Digest Logo

„სანდრას რატომ არ ასამართლებთ? ხარჯების დიდი ნაწილი არის მისი“ - მიხეილ სააკაშვილი

1638442764
მიხეილ სააკაშვილი და სანდრა

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლის დროს მისი პრეზიდენტობისას დახარჯული ხარჯების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული თანხების მეხუთედს მისი მეუღლე სანდრა რულოვსი ხარჯავდა და თუკი ეს დანაშაულია, გაუგებარია რატომ არ არის საქმე მასზეც აღძრული.

„სანდრას რატომ არ ასამართლებთ? ხარჯების დიდი ნაწილი არის სანდრასი. სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე. ამ ხარჯების მეხუთედი სანდრასია, ოღონდ სანამ სანდრას ედავებით, გაიხსენეთ, რომ მან ამ ქვეყანაში შემოიტანა 100 მილიონი ევროს გრანტები სამედიცინო სფეროში. მისი მეშვეობით 4-ჯერ ნაკლები ქალი კვდება მკერდის კიბოთი, ვიდრე მანამდე.

ყველა ციხის ექიმი გეტყვით, რამდენი რამე აქვს გაკეთებული ციხეში ჯანდაცვისთვის. სანდრა არ არის კორუფციონერი? ერთად ვიყავით გენერალურ ასამბლეაზე ნიუ-იორკში, აღმოაჩნდა სასწრაფო ონკოლოგიური პრობლემა და გავუკეთეთ ოპერაცია, რომელიც დაჯდა საკმაოდ დიდი თანხა. რატომ არ არის საქმე აღძრული?“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„სანამ საქართველო აგრძელებს ანტივაქსერების მოფერებას, ევროკავშირმა უნდა განიხილოს სავალდებულო ვაქცინაცია ევროპაში“ - ზაზა წერეთელი

🔵„მილიციელმა მამას პასპორტის ჩვენება რომ მოსთხოვა და მე შარვალი ჩავიწიე, მაშინაც ორი პასპორტი იყო“ - ნუგზარ სულაშვილი

🔵იტალიაში ქართველი ქალი გარდაიცვალა, რომელმაც ემიგრაციაში 13 წელი გაატარა

🔵„2-3 კვირაში ახალი წამალი გამოჩნდება... საუკეთესო ვარიანტი იქნება“ - გიორგი ფხაკაძე სასიხარულო ინფორმაციას აქვეყნებს

🔵„ისე კარგი სპექტაკლი დადგით, რა სათაურით, დაახვიეთ აუცრელებო, მეცოდებით“ - თავისუფალ თეატრში პირველი სპექტაკლი გაიმართა

🔵VIDEO: რა შეემთხვა ქეთა თოფურიას კონცერტის დაწყებამდე - მოულოდნელი ინციდენტი

🔵„20 ლარს მოგცემთ და წადით სახლში, ცივა, ცოდოა ბავშვი... ჯიბიდან ფული ამოიღო და მიაწოდა“ - რა მოხდა ბელინსკის ქუჩაზე