Digest Logo

შენ ხარ არაკაცი, მეგობრის გამყიდველი და მკვლელი - ოქიტაშვილი ბარამიძეს მიმართავს

1605450286
დავით ოქიტაშვილი ბარამიძეს მიმართავს

კულტურის პალატის ხელმძღვანელი, დავით ოქიტაშვილი სოციალური ქსელში „ნაცმოძრაობის” წევრს, გიორგი ბარამიძეს გარეწარს უწოდებს.

„რამდენი წელი ვიკავებდი თავს, არ მინდოდა ხმამაღლა მეთქვა ის, რასაც ამ გარეწარზე ვფიქრობდი დღემდე.

შენ ხარ გარეწარი ბარამიძევ, შენ უღალატე ყველაზე ძვირფას გრძნობას ადამიანებში, ესაა მეგობრობა. შენ უღალატე ზურა ჟვანიას და მის ოჯახს, ვინც კაცად და ადამიანად ეგონათ რომ გაქციეს. შენ ხარ არაკაცი, მეგობრის გამყიდველი და მკვლელი.

რა გადაგიხადა ასეთი ამ მწამებელმა, რომ ასე იცავ და ასე გაწირე ზურა ჟვანია და მისი ოჯახი და მისი მცხოვანი დედა, რომელიც ზურასთა ერთად გზრდიდა. გარეწარი ხარ, გარეწარი.

და მთავარი: შენი და შენი მეგობრების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არაა, თქვენ ხართ სიბნელე და წარსული ჩვენი ქვეყვის ისტორიაში. ჩემო ერთგულო მეგობარო, ჩემო ზურა, ბოდიშს გიხდით, რომ ვერ დაგიცავით ამ გარეწრებისა და მწამებლებისგან”- წერს დავით ოქიტაშვილი.

შეგახსენებთ, რომ „ტვ პირველის“ ეთერში ოპოზიციის ლიდერები ერთმანეთს დაუპირსპირდნენ. მწვავე დაბატების მიზეზი კი მიხეილ სააკაშვილის განცხადება გახდა.