ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან პოლიციელები არიან მობილიზებულები. ცესკოსთან სამართალდამცველები მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ არჩევნების წინასწარი მონაცემები გამოაცხადა.
შედეგების გამოცხადებას დაპირისპირება მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირთაძე თამარ ჟვანიას დაუპირისპირდა - მას „ოცნების სახე“ უწოდა და უთხრა, რომ არჩევნების გაყალბების საშუალებას მმართველ გუნდს არ მისცემს.