გაერთიანებული ბლოკის „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი, ამავე გაერთიანების ლიდერის გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, გამოეხმაურა რომელმაც ოპოზიციას პროცესის მოლაპარაკებების მაგიდასთან გადატანისკენ მოუწოდა, ნანუკამ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა.
„რა ძალზედ სახიფათო? ახლა გაიგეთ, რომ კორონაა? ანუ ბიძინას შედეგები სწორია? თუ არსებობენ ადამიანები, რომელთა მოტივაციაც მხოლოდ თბილი სავარძელია?! თურმე არიან! თუ ეს განცხადება მართალი აღმოჩნდება და ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის!“- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
„აუცილებლად მიმაჩნია, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად დავასრულოთ ეს პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის გამარჯვებით და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებით,“ - ამ შინაარსის მიმართვას ავრცელებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარე, ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე.
⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:
გრიგოლ ვაშაძე ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს?