Digest Logo

🎥 VIDEO: „არ ვამბობ, რომ ანგელოზი ვარ, მაგრამ რა ვქენი ერთი გაფიცებ ყველაფერს? ვთხოვე კოცნა, ჩამოინგრა ქვეყანა?“ - გოგი წულაია

1625242371
წულაია

პოლიტიკოსი გოგი წულაია პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

როგორც ის მედიასთან საუბრისას ამბობს, ციხეში 25-27 კგ დაიკლო.

გათავისუფლების შემდეგ „ტვ პირველის“ ეთერს ესტუმრა და დაზარალებულ ასმათ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა.

ინფორმაციისთვის, წულაია 17 მარტს დააკავეს. მას ბრალად ქალის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება ედება, ჩადენილი ძალადობით.

მსხვერპლი ფორმულასთან ჰყვება, რომ წულაია "ძალადობასა და ჟინის მოკვლას ცდილობდა".

მისი თქმით, წულაია პატრულის გამოძახებით შეაშინა და ბინიდან გამოქცევა მოახერხა. ქალის თქმით, სხეულზე დაზიანებები აქვს.

წულაია თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ პროვოკაცია მოუწყვეს.

წულაიას თავდაპირველად ბრალი 126-ე, ძალადობის მუხლით წარეგდინა. თუმცა 18 მარტს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი 138-ე მუხლად გადაკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით [გაუპატიურება] გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.

წულაიას 19 მარტს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

გოგი წულაია პატიმრობიდან გაათავისუფლეს

„25-27 კილომდე დავიკელი...“ - ვიდეოკადრები, როგორ ტოვებს გოგი წულაია ციხეს

VIDEO: „ძალიან გაღიზიანებული ვარ, თავი დამანებეთ...“ - წულაიას საქმეზე დაზარალებული ასმათ დვალიშვილის პირველი კომენტარი